ხელშეკრულების დადების ადგილი: ყაზახეთის რესპუბლიკა, ქ. ალმათი შპს „Kolesa Rent“, იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირებულია ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის თანახმად, BIN: 210140022433 ან სხვა იურიდიული პირები ან ინდივიდუალური მეწარმეები (დამოკიდებულია ყაზახეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულზე), რომელთანაც კომპანიას აქვს გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები (შემდგომში – „მეიჯარე“), წარმოდგენილი შპს „ჯეთთ ჯორჯია“, იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად შპს „ჯეტ შეარინგ ტექნოლოჯის“ (შემდგომში „კომპანია“)და , რომელიც მოქმედებს დავალების ხელშეკრულების საფუძველზე როგორც მეიჯარის რწმუნებული და წარმოდგენილია დირექტორების – სერიკ უსპანოვისა და ვარდგეს ჰამბარცუმიანის სახით, ერთის მხრივ, და თქვენ, (შემდგომში – „მომხმარებელი“), მეორეს მხრივ, ერთობლივად მოიხსენიება როგორც „მხარეები“, ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის დებულებების შესაბამისად, დადეს წინამდებარე საიჯარო ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) შემდეგზე: მხარეები დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას, მოხელმძღვანელე ყაზახეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 380-ე (ხელშეკრულების თავისუფლება) და 389-ე (შეერთების ხელშეკრულება) და 846-ე (დავალების ხელშეკრულება) მუხლების დებულებებით. წინამდებარე ხელშეკრულება ქმნის თქვენთვის იურიდიულ ვალდებულებებს. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პირობას, გთხოვთ, არ განაგრძოთ ელექტრო თვითმგორავის დაქირავება. ელექტრო თვითმგორავის დაქირავებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს და იღებთ ხელშეკრულებით ნაკისრ ყველა ვალდებულებას. თქვენ ადასტურებთ, რომ ყურადღებით წაიკითხეთ და გაიგეთ წინამდებარე ხელშეკრულების პირობები.1. ტერმინები და განსაზღვრებები
წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოიყენება შემდეგი ტერმინები, რომლებსაც აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობები. თუ ხელშეკრულება იყენებს ტერმინებსა და ცნებებს, რომლებიც არ არის განსაზღვრული ხელშეკრულების ამ ნაწილში, მათ აქვთ მნიშვნელობები, რომლებიც ჩვეულებრივ მოცემულია მათ შესაბამის სფეროში/დარგში. 1.1. სს ან ელექტრო თვითმგორავი - ინდივიდუალური მობილურობის ელექტრული სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გააჩნია ორი ან სამი ბორბალი, რომელიც განკუთვნილია ერთი ადამიანის გადაადგილებისთვის ელექტროძრავ(ებ)ის გამოყენებით, დასაჯდომის გარეშე, მაქსიმალური კონსტრუქციული სიჩქარით არაუმეტეს 25 კმ/სთ, რომელიც მოძრაობას იწყებს მიწიდან ფეხის კვრით. 1.2. ტარიფები - ელექტრო თვითმგორავის გაქირავების ტარიფები ნაჩვენებია საიტზე და/ან დანართში. 1.3. დანართი - დანართი "Jet Sharing" პროგრამული დანართი მოწყობილობებისთვის, რომელიც არის კომპანიის ინტელექტუალური საკუთრება, რომელიც მომხმარებელს აძლევს რეგისტრაციის/ავტორიზაციის შესაძლებლობას, და ასევე (დარეგისტრირებული და ავტორიზებული მომხმარებლისთვის) დაქირავებისთვის ხელმისაწვდომი სს–ის მოძებნის შესაძლებლობას. 1.4. მომხმარებლის რეგისტრაცია - მომხმარებლის მიერ, რომელიც დაინტერესებულია დანართის ან/და საიტის გამოყენებით, და მეიჯარის მიერ ქმედებების გარკვეული ნაკრების განხორციელება. 1.5. მომხმარებლის ავტორიზაცია - დანართში გარკვეული მოქმედებების განხორციელება, დარეგისტრირებული მომხმარებლის იდენტიფიციკაციის მიზნით სერვისის შემდგომი გამოყენებისთვის დანართის საშუალებით. 1.6. მხარდაჭერის სამსახური – კომპანიის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს 24 საათის განმავლობაში, კვირაში შვიდი დღე, დასვენებისა და უქმე დღეების გარეშე, მომხმარებლების საკონსულტაციო მხარდაჭერას, მომხმარებლებს დახმარებას და მათ ინფორმირებას მეიჯარის მიერ სერვისის მიწოდების პროცესში. მხარდაჭერა და ინფორმირება ხორციელდება როდესაც მომხმარებელი დაუკავშირდება მხარდაჭერის სამსახურს დანართის საშუალებით. 1.7. სერვისი ან ქირავნობა - მეიჯარის მიერ ელექტრო თვითმგორავების მიწოდება დროებით სარგებლობაში იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც დარეგისტრირებული და ავტორიზებული არიან დანართში წინამდებარე ხელშეკრულების პირობებზე. 1.8. სერვისით სარგებლობის ტერიტორია – ეს არის ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ნებადართულია სს–ის გამოყენება, და აგრეთვე სს–ის იჯარის დასრულება. 1.9. სამომხმარებლო შეთანხმება - მომხმარებლის მიერ უპირობოდ მიღებული სალიცენზიო შეთანხმება კომპანიასთან, რომელიც გამოქვეყნებულია საიტზე და/ან დანართში, რომელიც განსაზღვრავს მომხმარებლის მიერ დანართის გამოყენებისა და ლიცენზიის საფასურის გადახდის პირობებს და წესს. 1.10. საიტი – http://jetshr.com/. 1.11. საგზაო მოძრაობის წესები ან სმწ - საგზაო მოძრაობის წესები, დამტკიცებული ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 ნოემბრის № 1196 დადგენილებით.2. მომხმარებლის ხელშეკრულებისადმი მიერთება
2.1. მეიჯარესა და მომხმარებელს შორის წინამდებარე ხელშეკრულების დადება ხორციელდება მომხმარებლის მიერთებით წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ და დადგენილ პირობებთან ყაზახეთის რესპუბლიკის სამოქალაქო კოდექსის 389-ე მუხლის შესაბამისად. 2.2. ხელშეკრულება ითვლება დადებულად (მომხმარებელი ითვლება ხელშეკრულებაზე მიერთებულად) საიტზე ან დანართში მომხმარებლის რეგისტრაციის დასრულების და მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების პირობების მიღების დღიდან. მომხმარებლის მიერ დანართის და/ან ელექტრო თვითმგორავის ფაქტობრივი გამოყენება ასევე ადასტურებს მის თანხმობას წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან. 2.3. წინამდებარე ხელშეკრულების დადებით (ხელშეკრულებისადმი მიერთებით) მომხმარებელი აცხადებს, გარანტიას იძლევა და ადასტურებს, რომ: - წაიკითხა და გაიგო ხელშეკრულების და მისი ყველა დანართების აზრი და მნიშვნელობა; - მან წაიკითხა ხელშეკრულების პირობები, შეიგნო მითითებული დოკუმენტების მნიშვნელობა და აზრი, ეთანხმება მათ შინაარსს და ვალდებულებას კისრულობს შეასრულოს მათ მიერ დადგენილი მოთხოვნები, და ასევე ესმის მისი მოქმედებების ყველა შედეგი, წინამდებარე ხელშეკრულებისადმი მიერთებასთან და სერვისის შემდგომ მოხმარებასთან დაკავშირებული; - ეთანხმება კომპანიისა და მეიჯარის მიერ მისი პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და ტრანსსასაზღვრო გადაცემას ხელშეკრულებისა და ყაზახეთის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; - რეგისტრაციისას მიაწოდა კომპანიას სრული, ნამდვილი და უტყუარი მონაცემები (მათ შორის პერსონალური მონაცემები); - აკმაყოფილებს წინამდებარე ხელშეკრულებით მისთვის წარდგენილ ყველა მოთხოვნას, კერძოდ, მას აქვს ჩაფხუტი მოგზაურობისთვის, არა აქვს უკუჩვენება შესაბამისი გადაადგილების საშუალებების მართვაზე, მისი ასაკი არ არის 18 (თვრამეტი) წელზე ნაკლები, აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომელსაც ყაზახეთის მოქმედი კანონმდებლობა მოითხოვს იმ პირისგან, რომელსაც აქვს გადაადგილების საშუალებების მართვის უფლება. მითითებული მოთხოვნები მომხმარებლის მიმართ არ არის ამომწურავი. გამქირავებელს უფლება აქვს არ დადოს შეერთების ხელშეკრულება პირთან, რომელიც არ აკმაყოფილებს მითითებულ მოთხოვნებს, აგრეთვე როგორც იმ შემთხვევაში, თუ მეიჯარეს აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მომხმარებელს შეუძლია დაუშვას დაარღვიოს შეერთების ხელშეკრულება ან სამომხმარებლო შეთანხმება; - გაეცნო ელექტრო თვითმგორავის გამოყენების სახელმძღვანელოს და ეთანხმება მის მოთხოვნებს, და იცის, რომ აკრძალულია სს–ის გამოყენება ორი ან მეტი ადამიანის გადაადგილებისთვის; რომ აკრძალულია თვითმგორავის მოძრაობისას აქსესუარებისთვის სახელურზე ხელის მოკიდება; რომ აკრძალულია 18 წლამდე ასაკის ბავშვის დამოუკიდებელი გადაადგილებისთვის სს–ის გამოყენება; - ეთანხმება სს–ში ნებისმიერი აღჭურვილობის განთავსებას, რომელიც საშუალებას იძლევა თვალყური ადევნოს და დააფიქსიროს ელექტრო თვითმგორავის ზუსტი კოორდინატები, და ასევე მომხმარებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა; - თანხმდება, რომ მეიჯარეს და/ან კომპანიასთვის მიყენებული ზარალის ოდენობა მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევის შედეგად, განისაზღვრება ერთპიროვნულად მეიჯარის და/ან კომპანიის მიერ და მათი შეხედულებისამებრ, და უპირობოდ თანახმაა აუნაზღაუროს კომპანიას და მეიჯარეს ასეთი ზარალი. ჯარიმებისა და ანაზღაურების ოდენობა მითითებულია საიტზე; - თანახმაა, რომ წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეცვლლილი იქნას მეიჯარის მიერ მეიჯარისგან ყოველგვარი შეტყობინების გარეშე, და იღებს ვალდებულებას დამოუკიდებლად გააკონტროლოს წინამდებარე ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებები. წინამდებარე ხელშეკრულების ახალი რედაქცია ან ცვლილებები ძალაში შედის საიტზე ან დანართში მათი განთავსების მომენტიდან; - თანახმაა მიიღოს მეიჯარისგან ნებისმიერი უწყება, შეტყობინება, ინფორმაცია და დაგზავნა ნებისმიერი ფორმატით, იმ პირობით, რომ მათი შინაარსი შეესაბამება ყაზახეთის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს; - აღიარებს მეიჯარის მიერ საიტის, დანართის მეშვეობით გაგზავნილ დოკუმენტების იურიდიულ ძალას როგორც პირადად ხელმოწერილი დოკუმენტების, საიტის ან დანართის მეშვეობით განხორციელებული მოქმედებებისათვის; - აღიარებს, რომ კომპანიის მიერ გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებები საკმარისია იმ პირის დადგენისთვის, ვისგანაც სათავეს იღებს შესაბამისი დოკუმენტები და მოქმედებები; - აღიარებს, რომ კომპანია არის მეიჯარის უფლებამოსილი წარმომადგენელი. ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები წარმოიქმნება უშუალოდ მომხმარებელსა და მეიჯარეს შორის. 2.4. სერვისის და სს–ის გამოყენებისას მომხმარებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას ყაზახეთის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, მათ შორის საგზაო მოძრაობის წესები, ხელშეკრულების 4.2.11 პუნქტით გათვალისწინებული პარკირების წესები, და აგრეთვე ხელშეკრულების პირობები, გამოიყენოს სს სათანადო ზრუნვით და კეთილსინდისიერად. 2.5. წინამდებარე ხელშეკრულების პირობებთან გაცნობა უნდა განხორციელდეს მომხმარებლის მიერ სერვისით სარგებლობის დაწყებამდე, ამასთანავე წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის საიტზე და/ან დანართში. მომხმარებელი, რომელმაც დროულად არ გაეცნო ხელშეკრულების პირობებს, თავის თავზე იღებს ყველა იმ რისკს, რაც დაკავშირებულია არასასურველ შედეგებთან.3. ხელშეკრულების საგანი
3.1. მეიჯარე იღებს ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით მიაწოდოს დროებითი ფლობისა და გამოყენებისთვის სს მომხმარებელს მისი მოთხოვნით, რომელიც ფორმირებული იქნება დანართის საშუალებით, ხოლო მომხმარებელი იღებს ვალდებულებას გამოიყენოს სს წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნების (პირობების) შესაბამისად, და გადაიხადოს გაქირავების ღირებულება საიტზე და/ან დანართში ასახული ტარიფების თანახმად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულების სხვა პირობები. 3.2. წინამდებარე ხელშეკრულების 3.1 პუნქტის გათვალისწინებით, ავტომობილის დაქირავებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები წარმოიქმნება მხოლოდ მომხმარებლისა და მეიჯარის შორის. სამომხმარებლო შეთანხმების თანახმად კომპანია მომხმარებელს აწოდებს მხოლოდ შეზღუდულ ლიცენზიას დანართზე წვდომისთვის. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მეიჯარის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული სს–ის გაქირავების მომსახურების ხარისხზე.4. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
4.1. მომხმარებლის უფლებები: 4.1.1. მოითხოვოს მეიჯარისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; 4.1.2. ისარგებლოს სერვისით, გამოიყენოს დაქირავებული სს მხოლოდ ხელშეკრულების პირობებისა და ყაზახეთის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 4.2. მომხმარებლის ვალდებულებები: 4.2.1. მიიღოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და ფრთხილად გამოიყენოს სს წინამდებარე ხელშეკრულებისა და დანართების, მეიჯარის, მათ შორის მხარდაჭერის სამსახურის, ინსტრუქციებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა სს–ის დაზიანების თავიდან ასაცილებლად; 4.2.2. უზრუნველყოს სს–ის და მასზე მიმაგრებული ქონების უსაფრთხოება; 4.2.3. სს–ის გამოყენებისას დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები და ყაზახეთის მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები; 4.2.4. დროულად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდა, უზრუნველყოს საბანკო ბარათზე არსებული ფულადი სახსრების ნაშთი იმ ოდენობით, რომელიც საკმარისია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადახდის განსახორციელებლად; 4.2.5. სს–ის გამოყენების დასასრულებისას მომხმარებელი ვალდებულია გადაიღოს სს–ის 1 ფოტოგრაფია და განთავსოს ეს ფოტო დანართში; 4.2.6. მიიღოს შესაბამისი ზომები დანართში და/ან საიტზე ავტორიზაციისთვის გამოყენებული ინფორმაციის, ლოგინის და პაროლის ჩათვლით, სხვა პირების მიერ არასანქცირებული გამოყენებისგან დასაცავად და კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად, და დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას შესაბამისი ინფორმაციის შესახებ, ასეთი გამოყენების ფაქტის აღმოაჩენის შემთხვევაში. მომხმარებელი ეკისრება არასასურველი შედეგების ყველა რისკს, რომელიც დაკავშირებულია ასეთი შეტყობინების არარსებობასთან; 4.2.7. გამოიყენოს საიტი, დანართი და/ან სს მხოლოდ პირადი არაკომერციული მიზნებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული მომხმარებლის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან; მომხმარებელს ეკრძალება საიტის, დანართის და/ან სს-ის გამოყენება ტვირთის, საფოსტო გზავნილების, დოკუმენტების და სხვა საკურიერო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩენილია საიტის, დანართის და/ან სს-ის გამოყენების ფაქტი ტვირთის, საფოსტო გზავნილების, დოკუმენტების და სხვა საკურიერო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად, კომპანიას და მეიჯარეს უფლება აქვს უარი თქვას ხელშეკრულების ცალმხრივად შესრულებაზე, აცნობოს მომხმარებელს SMS-ით ან Telegram-ის, WhatsApp-ის ან Viber-ის მესენჯერის მეშვეობით ხელშეკრულებიდან ცალმხრივი გასვლის თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. 4.2.8. დამოუკიდებლად აკონტროლოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ცვლილებები, და აგრეთვე სერვისის გამოყენების ტერიტორიის ცვლილებები საიტზე და/ან დანართში. მათთან უთანხმოების შემთხვევაში მომხმარებელი იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ გააუქმოს წინამდებარე ხელშეკრულება და შეწყვიტოს სერვისით სარგებლობა; 4.2.9. თან იქონიოს ყველა აუცილებელი ნებართვა, დოკუმენტი (მათ შორის, პასპორტი და ა.შ.), რომელიც შეიძლება დაჭირდეს მომხმარებელს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სერვისით სარგებლობისას; 4.2.10. არ გამოიყენოს რაიმე ტექნოლოგია და არ განახორციელოს რაიმე მოქმედება, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მეიჯარის ინტერესებსა და ქონებას; 4.2.11. სს–ის გამოყენების დასასრულს, დატოვოს სს წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, სს–ზე მიმაგრებული მთელი ქონებით, იმ ადგილას, რომელიც არ არის აკრძალული განთავსებისთვის; შენობიდან გასასვლელების გადაკეტვის, მიმდებარე ტერიტორიებიდან შესვლისა და გასასვლელის და ტროტუარებზე დიდი სივრცის დაკავების გარეშე; 4.2.12. მომხმარებელს არა აქვს უფლება არანაირად განკარგოს სს (მათ შორის, გადაცეს ქვეიჯარის უფლებით, გირაოდ მიცეს, გაყიდოს და ა.შ.), გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მისი უფლებები რომელიმე მესამე პირს, ასევე განახორციელოს რაიმე გაუმჯობესება/გაუარესება სს-ში, შეცვალოს რომელიმე ტექნიკური მახასიათებელი, განახორციელოს ნებისმიერი აღჭურვილობის, მოწყობილობის დამონტაჟება (დემონტაჟი), ჩაატაროს რემონტი (სირთულის ხარისხის მიუხედავად) ან მოწყოს მესამე მხარის მიერ მისი განხორციელება, თუ ასეთი მოქმედებები არ არის შეთანხმებული მხარდაჭერის სამსახურთან; 4.2.13. მომხმარებლის ბრალით ან მომხმარებლისა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილ(ეებ)ის ორმხრივი ბრალის გამო გამოწვეულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევისას, აგრეთვე დაზიანების სხვა შემთხვევისას, უპირობოდ და სრული მოცულობით აანაზღაუროს მეიჯარისთვის მიყენებული ზიანი; 4.2.14. სერვისით სარგებლობისას დროულად, დამოუკიდებლად და საკუთარი ხარჯებით, უზრუნველყოს მომხმარებლის მობილური ტელეფონის და/ან მომხმარებლის სხვა მოწყობილობის ანგარიშზე საკმარისი სახსრების არსებობა მობილური ინტერნეტით სარგებლობისთვის, და ასევე შემომავალი და გამავალი ზარების განხორციელებისთვის; 4.2.15. შეასრულოს ყაზახეთის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის სხვა დებულებები, წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები და კომპანიისა და მეიჯარის მოთხოვნები. 4.3. მეიჯარის უფლებები: 4.3.1. მოითხოვოს მომხმარებლისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; 4.3.2. განახორციელოს მომხმარებლის საბანკო ბარათიდან ფულადი თანხების ჩამოწერა ხელშეკრულების შესაბამისად მეიჯარისა და კომპანიის წინაშე მომხმარებლის ფინანსური ვალდებულებების დასაფარად, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირდაპირი ჩამოწერის წესით (მომხმარებლისგან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე); 4.3.3. განსაზღვროს და ნებისმიერ დროს შეცვალოს სერვისით სარგებლობის და სს–ის გამოყენების პროცედურა და წესები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად; 4.3.4. ჩაატაროს სხვადასხვა სახის სარეკლამო და მარკეტინგული აქციები, ასეთი აქციების პირობებისა და წესების განთავსებით საიტზე და/ან დანართში; 4.3.5. მომხმარებლის არაკეთილსინდისიერებაში ეჭვის შემთხვევაში (კერძოდ, სს–ის მოპარვის მცდელობის შესახებ, გაწეული მომსახურეობისთვის თანხის ჩამოწერის შეუძლებლობა ან ასეთი სახსრების არასაკმარისი ოდენობა და ა.შ.), დაბლოკოს სერვისის გამოყენების შესაძლებლობა მთლიანად ან ნაწილობრივ; 4.3.6. დაუთმოს თავისი უფლებები მომხმარებლის დავალიანების, რომელიც წარმოიშვა წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებისას, გადახდევინებაზე ნებისმიერ მესამე პირს, ყაზახეთის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე, მაგრამ ასეთი დათმობის შესახებ მომხმარებლის შეტყობინებით; 4.3.7. განახორციელოს გამავალი ზარები მომხმარებელთან და გაუგზავნოს ხმოვანი და სხვა შეტყობინებები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას დავალიანების მდგომარეობის შესახებ, სერვისის მიწოდებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას, ინფორმაციას ხელშეკრულების პირობების (მათ შორის ტარიფების) შეცვლის შესახებ, ახალი სერვისების შესახებ, ახალ ამბებს, ასევე სარეკლამო ხასიათის შეტყობინებებს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც მითითებულია რეგისტრაციისას (ან სხვა ნომრებზე, რომელიც მითითებულია რეგისტრაციის დროს (ან სხვა ნომრებზე, რომელიც კომპანიისთვის მითითებულია მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად), აგრეთვე გაგზავნოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის მისამართზე მითითებული რეგისტრაციისას (ან წინამდებარე ხელშეკრულების პირობებით მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიცემულ სხვა ელექტრონული ფოსტის მისამართზე); 4.3.8. მომხმარებლის დამატებითი თანხმობის გარეშე უფლება აქვს გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები მესამე პირებს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების მიზნით; 4.3.9. აქვს ხელშეკრულებით დადგენილი და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არსიდან გამომდინარე სხვა უფლებები; 4.3.10. კომპანია არ არის პასუხისმგებელი და არ აგებს პასუხს მომხმარებლის წინაშე მეიჯარის მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული სს–ის ხარისხზე, შრომისუნარიანობაზე და ტექნიკურ გაუმართაობაზე. ყველა პრეტენზია იჯარით აღებული სს–ის ხარისხთან დაკავშირებით მომხმარებელმა უნდა მიმართოს უშუალოდ მეიჯარეს.5. ანგარიშსწორების წესები
5.1. სერვისით სარგებლობისთვის მომხმარებელი უხდის მეიჯარეს ანაზღაურებას საიტზე და/ან დანართში მითითებული ტარიფების მიხედვით. 5.2. სერვისით სარგებლობის ღირებულების გაანგარიშება, რომელიც ხდება ტარიფების შეცვლის დროს, ხდება სერვისის მიერ შესაბამისი მომსახურების გაწევის დაწყების დროს მოქმედი ტარიფების საფუძველზე. კომპანიას უფლება აქვს გამოანგარიშებისას მეტობით დაამრგვალოს ჯამური თანხა მთელ ტენგემდე. 5.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდები ხორციელდება კომპანიის მიერ მეიჯარის სასარგებლოდ ფულადი თანხების ჩამოწერით მომხმარებლის საბანკო ბარათიდან. კომპანიას უფლება აქვს გადახდების მიღების პროცესში ჩართოს აგენტები (გადახდის სისტემები). მეიჯარის ან კომპანიის მიმართ მომხმარებლის დავალიანების წარმოქმნის შემთხვევაში, ამ უკანასკნელებს უფლება აქვთ განახორციელონ მითითებული დავალიანების სრული ან ნაწილობრივი დაფარვა მომხმარებლის მიერ გირაოს და (ან) დეპოზიტის სახით შეტანილი სახსრების ხარჯზე. 5.4. მომხმარებლის მიერ საიტზე და/ან დანართში რეგისტრაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა დააკავშიროს (შეიყვანოს მონაცემები) დანართთან თავისი საბანკო ბარათები (სხვისი ბარათის დაკავშირება იწვევს მომხმარებლის დაბლოკვას, მომხმარებელს უფლება აქვს დააკავშიროს მხოლოდ ის საბანკო ბარათები, რომელთა მფლობელიც ის არის, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში მომხმარებელი საკუთარი ხარჯებით აუნაზღაურებს ყველა ჩამოწერას ბარათის ფაქტობრივ მფლობელს), საიდანაც ფულადი თანხები ჩამოიწერება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდების ანაზღაურებისთვის. ნებადართულია მხოლოდ იმ გადახდის სისტემების საბანკო ბარათების გამოყენება, რომლებიც მითითებულია საიტზე და/ან დანართში, ინტერნეტ – გადახდების განხორციელების შესაძლებლობით. ინტერნეტ–გადახდების განხორციელების შესაძლებლობას მომხმარებელი დამოუკიდებლად უზრუნველყოფს საბანკო ბარათის ბანკი–ემიტენტის მეშვეობით. ანაზღაურების სახით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი სახსრები მომხმარებლის მიერ სერვისთან მიბმული ნებისმიერი ბარათიდან შეიძლება იქნას ჩამოწერილი კომპანიას მიერ არასაკმარისი თანხის ან ჩამოწერის შეუძლებლობის შემთხვევაში ძირითადი საბანკო ბარათიდან, რომელიც მითითებულია (არჩეულია) და მიბმულია დანართისადმი მომხმარებლის მიერ. 5.5. საბანკო ბარათის გამოყენებით გადახდების განხორციელებისას მომხმარებელს შეიძლება უარი ეთქვას კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, ინტერნეტ გადახდების განხორციელების საბანკო ბარათის ოფციის არარსებობის შემთხვევაში; საბანკო ბარათზე არასაკმარისი თანხის შემთხვევაში; საბანკო ბარათის მონაცემების არასწორი შეყვანისას; საბანკო ბარათის ვადის გასვლის შემთხვევაში და ა.შ. 5.6. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეასრულებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ვალდებულებებს (ხელშეკრულების ამ ნაწილის ჩათვლით), კომპანიას უფლება აქვს გაუგზავნოს შესაბამისი ინფორმაცია (მომხმარებლის პირადი მონაცემების ჩათვლით) რწმუნებულ ორგანოებს მომხმარებლის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემის მიზნით, და ასევე ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ ფულად სახსრების გადახდევინებას. 5.7. მომხმარებლის საბანკო ბარათიდან თანხის შეცდომით ჩამოწერის შემთხვევაში მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს კომპანიას მისამართზე support@jetshr.com ან telegram bot @jetkzbot. კომპანიას უფლება აქვს მოსთხოვოს მომხმარებელს პასპორტის ასლი და შეცდომით ჩამოწერის დამადასტურებელი დოკუმენტები (ამონაწერები ანგარიშიდან და სხვა). კომპანია არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა განიხილავს ამ მიმართვას და მიიღებს ზომებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მომხმარებლის ფულადი თანხების ჩამოწერა მოხდა ხელშეკრულების შესაბამისად. ფულადი თანხის დაბრუნება ხორციელდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა ჩამოწერა 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის განმავლობაში, თუ შიდა საბანკო პროცედურებით არ არის დადგენილი უფრო ხანგრძლივი ვადა. ფულადი სახსრების დაბრუნების პროცედურა რეგულირდება საერთაშორისო გადახდის სისტემების წესებით. ნაღდი ფულადი თანხის დაბრუნება დაუშვებელია. 5.8. მომხმარებლების საბანკო ბარათების მონაცემები ინახება უშუალოდ კომპანიის გადახდების შეკრების (გადახდის სისტემების) აგენტთან. გადახდა ხორციელდება საერთაშორისო გადახდის სისტემების წესების შესაბამისად, ამასთანავე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის განხორციელების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვა გადამოწმების, დაშიფვრისა და მონაცემთა დახურული საკომუნიკაციო არხებით გადაცემის მეთოდების გამოყენებით არის უშუალოდ კომპანიის აგენტის (გადახდის სისტემის) ვალდებულება. კომპანია არ მიიღებს და არ განიხილავს მომხმარებლის პრეტენზიებს, რომლებიც წარმოიშვა კომპანიის აგენტის (გადახდის სისტემის) მიერ ზემოაღნიშნული ვალდებულებების დარღვევასთან დაკავშირებით. 5.9 მომხმარებლის ბონუს ანგარიშზე ჩარიცხული ბონუსები მონაწილემ უნდა გამოიყენოს ბონუსების ჩარიცხვის პროცედურის დღიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში. მითითებული ვადა არ შეწყდება და არ შეჩერდება ბონუსის აღდგენის პროცედურის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილემ არ გამოიყენა ბონუსები მათი დარიცხვის დღიდან 12 (თორმეტი) თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, კომპანია ატარებს ბონუსების გაუქმების პროცედურას. წესების ამ პუნქტით გათვალისწინებული ბონუსების გაუქმების პროცედურა ტარდება ყოველთვიურად იმ თვის დასრულების შემდეგ, როდესაც გავიდა ბონუსების გამოყენების ვადა. 5.10. წინამდებარე ხელშეკრულების მომხმარებლის მიერ გაწყვეტის ან სხვა საფუძვლებით შეწყვეტის შემთხვევაში, ბონუს ანგარიშზე დაგროვილი ბონუსების 100% (ასი პროცენტი) გაუქმდება. 5.11. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი გამორიცხულია ბონუს პროგრამის მონაწილეთაგან, ბონუს ანგარიშზე დაგროვილი ბონუსების 100% (ასი პროცენტი) გაუქმდება.6. მომხმარებლის თანხმობები
6.1. მომხმარებელი თანხმობას აძლევს მის მიერ მოწოდებული (ასევე, ნებისმიერი მესამე პირისგან მიღებული) თავისი პერსონალური მონაცემების კომპანიისა და მეიჯარის მიერ შეგროვებაზე, დამუშავებაზე და ტრანსსასაზღვრო გადაცემაზე: სახელი, მამის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, მათ შორის (მაგრამ არა მხოლოდ) ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ბიომეტრიული მონაცემები (ფოტოგრაფიები), ისევე როგორც სხვა პერსონალური მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია ხელშეკრულების დადებასთან და შესრულებასთან, და ადასტურებს, რომ ასეთი თანხმობის მიცემით ის მოქმედებს საკუთარი ნებით და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. 6.2. პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, დამუშავებაზე და ტრანსსასაზღვრო გადაცემაზე თანხმობა მოცემულია მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების დადებისა და შესრულების, კომპანიის მიერ დამატებითი მომსახურების მიწოდების, კომპანიის მიერ ჩატარებულ აქციებში, გამოკითხვებში, კვლევებში მონაწილეობის მიზნით (მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ გამოკითხვების, კვლევების ჩატარება ელექტრონული, სატელეფონო და ფიჭური კავშირის საშუალებით), გადაწყვეტილებების მიღების ან სხვა ქმედებების განხორციელების, რომლებიც წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს მომხმარებლის ან სხვა პირის მიმართ, მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის სერვისების შესახებ, კომპანიის მიერ საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, მათ შორის შემდგომში მომხმარებლის სხვა პირებთან ხელშეკრულებების/შეთანხმებების დადების მიზნით, მომხმარებლის მიერ ხელშეკრულების შესრულების მიზნით და ვრცელდება ხელშეკრულების 6.1 პუნქტში მითითებულ მთელ ინფორმაციაზე. 6.3. მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას კომპანია ახორციელებს თითოეული ზემოაღნიშნული მიზნის მიღწევისთვის საჭირო მოცულობით შემდეგი შესაძლო გზებით: შეგროვება, ჩაწერა (მათ შორის ელექტრონულ მატარებლებზე), სისტემატიზაცია, დაგროვება, შენახვა, სიის შედგენა, მარკირება, დაზუსტება (განახლება, შეცვლა), ამოღება, გამოყენება, გადაცემა (გავრცელება, მიწოდება, წვდომა), გაუპიროვნება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, პერსონალური მონაცემების ტრანსსასაზღვრო გადაცემა, გამოსახულების მიღება ფოტოგრაფიის გამოყენებით, და აგრეთვე მომხმარებლის პერსონალური მონაცემებით ნებისმიერი სხვა მოქმედების შესრულება, რომლებიც დაშვებულია ყაზახეთის მოქმედი კანონმდებლობით. დამუშავება ხორციელდება როგორც ავტომატიზაციის საშუალებების დახმარებით, ასევე ასეთი საშუალებების გამოყენების გარეშე. 6.4. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მისი თანხმობა პერსონალური მონაცემების შეგროვებაზე, დამუშავებასა და ტრანსსასაზღვრო გადაცემაზე მოქმედებს უვადოდ იმ მომენტიდან, როდესაც მომხმარებელი მას მიაწვდის კომპანიას და/ან მეიჯარეს. 6.5. მომხმარებელს უფლება აქვს გააუქმოს თავისი თანხმობა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიისთვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით თანხმობის გაუქმებამდე მინიმუმ 60 (სამოცი კალენდარული) დღით ადრე, ამასთანავე მომხმარებელი აღიარებს და ესმის, რომ კომპანია არ მისცემს მას სერვისზე წვდომის საშუალებას იმ მომენტიდან, როდესაც კომპანიამ დაკარგა მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების შესაძლებლობა. 6.6. მომხმარებელი აღიარებს და ადასტურებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად აუცილებელია პერსონალური მონაცემების მიწოდება მესამე პირისთვის (მათ შორის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოებისთვის), ასევე, როდესაც ხდება მესამე პირების მიზიდვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებაში (მომსახურების გაწევაში), კომპანიის მიერ მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სხვა პირზე გადაცემა (დათმობა, მათ შორის, დათმობის შესაძლებლობის განხილვის და დათმობის შესახებ ადაწყვეტილების მიღება, დავალიანების გადახდევინება და სხვა), ზემოაღნიშნული ქმედებების განხორციელებისთვის კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლისგან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე, საჭირო მოცულობით გაამჟღავნოს ინფორმაცია მომხმარებლის შესახებ პირადად (მათ შორის პერსონალური მონაცემები) ამ მესამე მხარეებისთვის, მათი აგენტებისთვის და მათ მიერ უფლებამოსილი სხვა პირებისთვის, და აგრეთვე მიაწოდოს ამ პირებს შესაბამისი დოკუმენტები, რომლებიც შეიცავენ ასეთ ინფორმაციას, ყაზახეთის კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით. გარდა ამისა, თუ მომხმარებელი არღვევს თავის ვალდებულებებს, კომპანიას უფლება აქვს მიაწოდოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც აერთიანებს საიჯარო კომპანიების ინტერესებს მთელს მსოფლიოში და აყალიბებს მომხმარებელთა სიებს, რომლებიც სისტემატურად არღვევენ თავიანთ ვალდებულებებს საიჯარო კომპანიების მიმართ. მომხმარებლის ასეთ სიებში ყოფნა შეიძლება გახდეს საიჯარო კომპანიების მიერ მათი მომსახურების გაწევაზე უარის თქმის საფუძველი. 6.7. მომხმარებელი აღიარებს და ადასტურებს, რომ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა მიჩნეულია მის მიერ მიცემული მესამე პირებისთვის, შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით და ნებისმიერ ასეთ მესამე პირებს უფლება აქვს დაამუშაოს პერსონალური მონაცემები ამ თანხმობის საფუძველზე. 6.8. მომხმარებელი აღიარებს და ადასტურებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია განიხილავს მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების დათმობის საკითხებს, თანხმობა მისი პერსონალური მონაცემების გადაცემაზე და მისი ხელშეკრულების შესახებ მონაცემების მესამე პირებს - მათ პოტენციურ ცესიონრებს მათ მიერ კომპანიასთან ცესიის ხელშეკრულების დადების საკითხის გადასაწყვეტად - მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებულად ითვლება. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების დათმობის შემთხვევაში კომპანიას უფლება აქვს არ გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება ამის შესახებ. ხელშეკრულების ამ პუნქტის შესაბამისად, მომხმარებელი თანახმაა არ მიიღოს რაიმე შეტყობინება კომპანიის მიერ შესრულებული დათმობის შესახებ. 6.9. მომხმარებელი აძლევს თავის თანხმობას მიიღოს კომპანიისგან სარეკლამო შეტყობინებები, რომლებიც შეიცავენ კომპანიის და/ან მისი პარტნიორების და/ან სხვა მესამე პირის მიერ რეალიზებული საქონლისა და მომსახურების რეკლამას ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მობილური ტელეფონის ნომერზე (მათ შორის, მასთან დაკავშირებული აკაუნტები მესენჯერებში WhatsApp, Viber, Telegram და ა.შ.), რომლებიც მითითებულია მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის პროცესში, ისევე როგორც ელექტრონული ფოსტის სხვა მისამართები და მობილური ტელეფონის ნომრები (მათ შორის, მათთან დაკავშირებული აკაუნტები მესენჯერებში WhatsApp, Viber, Telegram და ა.შ.), რომლებიც მითითებულია მომხმარებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიმართავს კომპანიას მის მისამართზე სარეკლამო შეტყობინებების გავრცელების შეწყვეტის მოთხოვნით, კომპანია იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს ასეთი გავრცელება მომხმარებლის მიმართ, რომელმაც გააკეთა შესაბამისი მოთხოვნა. 6.10. მომხმარებელი აძლევს თავის თანხმობას კომპანიის მიერ ან კომპანიის დავალებით მიწვეული აგენტის (გადახდის სისტემის) მიერ ფულადი თანხების ჩამოწერაზე მისი საბანკო ბარათიდან, ნებისმიერი ფულადი გადასახდელის ანაზღაურებისთვის, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებითა და მისი დანართებით, პირდაპირი ჩამოწერის წესით, მომხმარებლისგან დამატებითი თანხმობის მიღების გარეშე, მათ შორის, ამგვარად ჩამოიწერება მომსახურების გაწევის ანაზღაურება, ჯარიმები, საურავები, ზარალის ანაზღაურება, კომპანიისა და მეიჯარის ხარჯები და დანახარჯები, რომლებიც წარმოიქმნება ხელშეკრულების შეუსრულებლობასთან ან არასათანადო შესრულებასთან დაკავშირებით, დამატებითი დაზღვევების თანხა, ფრანშიზის თანხა, სხვა თანხები ყაზახეთის მოქმედი კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში. 6.11. მომხმარებელი აძლევს თავის თანხმობას, რომ კომპანიამ ჩაიწეროს მომხმარებლის კონტაქტები (საუბარი) მხარდაჭერის სამსახურთან და მიაწოდოს ასეთ ჩანაწერები მესამე პირებს.7. მხარეთა პასუხისმგებლობა
7.1. წინამდებარე ხელშეკრულების მიღებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მან სრულად გაეცნო მოცემულ პირობებს და გაიგო მათი შინაარსი, რომ იგი ეთანხმება ხელშეკრულებას. მომხმარებელს ეკისრება დამოუკიდებელი სრული პასუხისმგებლობა სს–ის გამოყენების შედეგად მესამე პირებს, მათ ქონებას მიყენებულ ზიანზე. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია სს–ის ექსპლუატაცია, მომხმარებელი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებლის მხარდაჭერის ცენტრს და მიჰყვეს ოპერატორის ინსტრუქციებს. მომხმარებელს ეკისრება დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა სს–სთვის მიყენებულ ზარალზე, როგორც გამოყენების ნებადართულ პერიოდში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თუ სს დროულად არ იქნა დაბრუნებული. წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევის სახეების აღწერა და მათზე დაწესებული ჯარიმები მოთავსებულია წინამდებარე შეთანხმების №1 დანართში. 7.2. სს–ის არდაბრუნება წინამდებარე ხელშეკრულების წესების შესაბამისად იჯარის პერიოდის დასრულებისას ჩაითვლება სს–ის დაკარგვად მის აღმოჩენამდე. სს–ის დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს ვალდებულებას აანაზღაუროს ზიანი სს–ის აღდგენითი ღირებულების ოდენობით პრეისკურანტის თანახმად. პრეისკურანტი: http://jetshr.com. თუ სატრანსპორტო საშუალება იპოვეს იჯარის პერიოდის დასრულების შემდეგ, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას გადაიხადოს სს–ის გამოყენების ღირებულება მანქანის ფაქტობრივ დაბრუნებამდე დადგენილი ტარიფებით, მაგრამ არაუმეტეს სს–ის აღდგენითი ღირებულებისა. 7.3. სს–ის უკან დაბრუნებამდე მოპარვის შემთხვევაში მომხმარებელი იღებს ვალდებულებას დაუყოვნებლივ აცნობოს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს ამის შესახებ არაუგვიანეს 3 (სამი) საათისა სს–ის მიღების მომენტიდან. ამასთანავე მომხმარებელმა უნდა მიმართოს პოლიციას ქონების გატაცების შესახებ განცხადებით და მიიღოს შესაბამისი ცნობა პოლიციიდან სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ან სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. მომხმარებელმა უნდა მიაწოდოს ცნობის ასლი კომპანიას (მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს). 7.4. სს–ის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია ან მეიჯარე უბრუნებს მომხმარებელს სს–ის დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებლის საბანკო ბარათის ანგარიშიდან ჩამოწერილ თანხებს, აღმოჩენილი სს–ის დაზიანების ღირებულების გამოქვითით, და ასევე სს–ის გამოყენების ღირებულების გამოქვითით. მეიჯარე უბრუნებს მომხმარებელს სს–ის დაკარგვისას მომხმარებლის საბანკო ბარათის ანგარიშიდან ჩამოწერილ თანხას ასევე იმ შემთხვევაში, თუ კომპანია (მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახური) ან დილერი მიიღებს ცნობას პოლიციიდან. 7.5. სს–ით მომხმარებლის მონაწილეობით საგზაო სატრანსპორტო ან სხვა შემთხვევის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს ან დილერს. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხისმგებელია სს–ზე მის დაბრუნებამდე ან მისი მეიჯარის წარმომადგენლისთვის გადაცემამდე. 7.6. სს–ს ზიანიის მიყენების (დაზიანების) შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია აუნაზღაუროს მეიჯარეს მიყენებული ზარალი მეიჯარის მიერ განსაზღვრული ოდენობით. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება გაკეთებულ გაანგარიშებას, მას უფლება აქვს მიმართოს მეიჯარეს დავების გადაწყვეტის მიზნით წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით. 7.7. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები. მომხმარებლის ბრალით ან მომხმარებლისა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილ(ეებ)ის ორმხრივი ბრალის გამო გამოწვეულ საგზაო სატრანსპორტო შემთხვევისას, აგრეთვე დაზიანების სხვა შემთხვევისას, უპირობოდ და სრული მოცულობით აანაზღაუროს მეიჯარისთვის მიყენებული ზიანი. 7.8. საგზაო სატრანსპორტო ან სხვა შემთხვევის შემთხვევაში მომხმარებლის მონაწილეობით, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს. 7.9. ელექტრო თვითმგორავის აღმოჩენის შემთხვევაში, კომპანია უბრუნებს მომხმარებელს ელექტრო თვითმგორავის დაკარგვისას მომხმარებლის საბანკო ბარათის ანგარიშიდან ჩამოწერილ თანხებს, აღმოჩენილი ელექტრო თვითმგორავის დაზიანების ღირებულების გამოქვითით, და ასევე ელექტრო თვითმგორავის გამოყენების ღირებულების გამოქვითით. 7.10. მომხმარებლის მონაწილეობით საგზაო სატრანსპორტო ან სხვა შემთხვევის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მომხმარებელთა მხარდაჭერის სამსახურს. ნებისმიერ შემთხვევაში, მომხმარებელი პასუხისმგებელია ელექტრო თვითმგორავზე მის დაბრუნებამდე. 7.11. ელექტრო თვითმგორავისთვის ზიანიის მიყენების (დაზიანების) შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია აუნაზღაუროს მეიჯარეს მიყენებული ზარალი მეიჯარის მიერ განსაზღვრული ოდენობით. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება გაკეთებულ გაანგარიშებას, მას უფლება აქვს მიმართოს მეიჯარეს დავების გადაწყვეტის მიზნით წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით. 7.12. მომხმარებელი დამოუკიდებლად არის პასუხისმგებელი მომხმარებლისთვის გამოწერილ ყველა ადმინისტრაციულ ჯარიმაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მის მიერ დანართის გამოყენებისას ჩადენილზე. 7.13. მომხმარებელი გარანტიას იძლევა, რომ ფიზიკურად შეუძლია და იცის სატრანსპორტო საშუალების გამოყენება და აქვს სვლის საკმარისი გამოცდილება ქალაქის პირობებში სავალ ნაწილზე, ტროტუარებზე და ველო ბილიკებზე. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ მომხმარებლის რეგისტრაციისას შეყვანილი მონაცემები სწორია, და რომ მომხმარებელს გააჩნია მომხმარებლის რეგისტრაციისას მითითებული საბანკო ბარათი და მითითებული საბანკო ბარათის ანგარიშზე არსებული თანხები საკმარისია სს–ის სარგებლობის მომსახურების ღირებულების გადასახდელად, და მომხმარებელი იღებს ვალდებულებას შეავსოს მითითებული ბარათის ანგარიში იმ ოდენობით, რომელიც საკმარისია სს–ის სარგებლობის მომსახურების ღირებულების გადასახდელად. მომხმარებელი ამით უფლებას აძლევს ემიტენტ ბანკს, რომელმაც გასცა მომხმარებლის რეგისტრაციისას მითითებული საბანკო ბარათი, აგრეთვე ბანკის საპროცესინგო ცენტრს, რომელთანაც მეიჯარემ/კომპანიამ დადო ეკვაირინგის ხელშეკრულება ან/და მეიჯარის/კომპანიის გადახდის აგენტს ჩამოეწეროს ფულადი თანხა მიყენებული ზიანის ოდენობით. 7.14. არც კომპანია და არც მოიჯარე არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის (ან მესამე პირის) ქონების დაცულობაზე ამ უკანასკნელის მიერ სს–ის გამოყენებისას. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას მიამაგროსოს თავისი ქონება სს–ზე (თუ არსებობს სს–ის ტექნიკური შესაძლებლობები), ტელეფონის ჩათვლით, მტკიცედ და საიმედოდ, რათა თავიდან აიცილოს მისი დაცემა ან სხვაგვარად დაზიანება. თუ სს-ში არ არსებობს ტექნიკური შესაძლებლობა მომხმარებლის (ან მესამე პირის) ქონების მიმაგრებისთვის, მომხმარებელი იღებს ვალდებულებას არ მიამაგროს სს-ს რაიმე ქონება. ამავდროულად, მომხმარებელი სრულად მიიღებს და ესმის, რომ არც კომპანია და არც მეიჯარე არ არის ვალდებული უზრუნველყოს ქონების სს–ისადმი მიმაგრების ტექნიკური შესაძლებლობა.8. დასკვნითი დებულებები
8.1. ნებისმიერი მიმოწერა, სატელეფონო და სხვა საუბარი, რომელიც შედგა ხელშეკრულების დადებამდე, კარგავს იურიდიულ ძალას ხელშეკრულების დადების მომენტიდან. 8.2. თუ ხელშეკრულებაში სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, ხელშეკრულების დადების მომენტიდან, მხარეები აღიარებენ ელექტრონული ფოსტის იურიდიულ ძალას, მათ შორის თანდართულ დოკუმენტებს, რომლებიც გაგზავნილია ელექტრონული ფოსტით (ხელშეკრულებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართები და მომხმარებლის ელექტრონული ფოსტის მისამართები, რომლებიც მითითებულია რეგისტრაციის პროცესში), ეთანხმებიან, რომ ეს დოკუმენტები ტოლმნიშვნელოვანია ქაღალდზე შედგენილ და შესაბამისი პირის საკუთარი ხელმოწერით ხელმოწერილ დოკუმენტებთან. 8.3. ხელშეკრულების დადების მომენტიდან მხარეები აღიარებენ იურიდიულ ძალას დოკუმენტების, შეტყობინებების და მოქმედებებისთვის, რომლებიც გაგზავნილ და შესრულებულნი არიან, შესაბამისად, დანართის ან საიტის გამოყენებით მომხმარებლის სახელით, და ასევე, ტელეფონის ნომრის გამოყენებით, რომელიც მომხმარებლის მიერ არის მითითებული რეგისტრაციის დროს. 8.4. როდესაც მომხმარებელი იმყოფება ყაზახეთის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ ან როდესაც მომხმარებელი მიუთითებს უცხოური მობილური ოპერატორის მობილური ტელეფონის ნომერს რეგისტრაციის დროს, და ასევე ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეტყობინებების/უწყების მიღების მიზნით, მომხმარებელი თავის თავზე იღებს ყველა რისკს, დაკავშირებულს მომხმარებლის მიერ კომპანიისგან შეტყობინებების არადროულ მიღება ან არმიღებასთან. 8.5. ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებები ადრესატის მიერ მიღებულად ითვლება მათი გაგზავნის მომენტზე. 8.6. მომხმარებელი იღებს ვალდებულებას შეატყობინოს კომპანიას საცხოვრებელი ადგილის (რეგისტრაციის), ადგილსამყოფელის, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული სხვა მონაცემების შეცვლის შესახებ, სახელის, გვარის შეცვლის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემების შეცვლის შესახებ, მართვის მოწმობის რეკვიზიტების შეცვლის ან ჩამორთმევის შესახებ, უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის ყაზახეთის ტერიტორიაზე ყოფნის (ცხოვრების) უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემების შეცვლის შესახებ, მოქალაქეობის შეცვლის შესახებ, სხვა პერსონალური მონაცემების შეცვლის შესახებ, და ასევე ზემოაღნიშნული მონაცემების დაკარგვის შესახებ მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირებით. კომპანია არ არის პასუხისმგებელი ხელშეკრულების ამ პუნქტში მითითებული მომხმარებლის მონაცემების ცვლილებასთან დაკავშირებულ შედეგებზე, თუ მომხმარებელმა არ შეატყობინა კომპანიას ხელშეკრულების ამ პუნქტში მითითებული გარემოებების შესახებ და/ან მიაწოდა კომპანიას არასწორი მონაცემები. 8.7. მხარეთა უფლებები და მოვალეობები ამ შეთანხმებით ექვემდებარება ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის გამოყენებას. 8.8. კომპანიებს უფლება აქვთ გამოიყენონ კომპანიის და/ან მეიჯარის უფლებამოსილი პირის ხელმოწერის ფაქსიმილური რეპროდუცირება (მექანიკური ან სხვა რეპროდუცირების საშუალებით) ნებისმიერ დოკუმენტში, მათ შორის წინამდებარე ხელშეკრულებაში. მხარეები აღიარებენ ასეთი დოკუმენტების იურიდიულ ძალას. 8.9. წინამდებარე ხელშეკრულება არის საჯარო ოფერტი. 8.10. კომპანია და მეიჯარე არ არიან პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის მოწყობილობიდან დანართის გამოყენებაზე, რასთან დაკავშირებითაც მომხმარებლის მოწყობილობიდან შესრულებული ყველა მოქმედება ითვლება მომხმარებლის მოქმედებად. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირი მიიღებს წვდომას საიტის ან დანართის ფუნქციონალურ შესაძლებლობებზე, და შეუძლია მათი გამოყენება მომხმარებლის სახელით, მომხმარებელმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს კომპანიას წერილობით (ელექტრონული ფოსტით) ან მხარდაჭერის სამსახურთან დაკავშირებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებლის სახელით საიტის ან დანართის გამოყენებით განხორციელებული ყველა ქმედება ჩაითვლება უშუალოდ მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებად. 8.11. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია რუსულ ენაზე.9. დავების გადაწყვეტა და განსჯადობა
9.1. ყველა დავა და უთანხმოება წყდება მხარეების მიერ მოლაპარაკებების გზით და საპრეტენზიო წესით. მხარის პრეტენზიის განხილვისა და პასუხის გაცემის ვადა არის 10 (ათი) კალენდარული დღე მიღების დღიდან. კომპანიის და/ან მეიჯარის პრეტენზიები შეიძლება გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტით. 9.2. ნებისმიერი დავა, რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე ხელშეკრულებიდან, განიხილება ყაზახეთის რესპუბლიკის სასამართლოებში, კომპანიის ადგილსამყოფელზე. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება ყაზახეთის რესპუბლიკის კანონმდებლობით.10. კომპანიის რეკვიზიტები
შპს «ჯეთთ ჯორჯია» ს/კ 405448109, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გივი კარტოზიას ქუჩა, №6, ბინა №2 შპს «ჯეტ შეარინგ ტექნოლოჯის» ს/კ 405585228, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ფერდობი ნუცუბიძე, მიკრო/რაიონი IV , კორპუსი 2111. მეიჯარის რეკვიზიტები
შპს „Kolesa Rent“ BIN: 210140022433 იურიდიული მისამართი: ყაზახეთი, ქალაქი ალმათი, ალმალის რაიონი, ბოგენბაი ბატირის ქ., სახლი 142, მე-6 სართული, სათ. 617, საფოსტო ინდექსი 050000.
იჯარის საჯარო ხელშეკრულების დანართი №1
დარღვევის სახეობა | |
1 | პარკინგი სერვისით სარგებლობის ტერიტორიის გარეთ ან აკრძალულ ზონაში. |
2 | ელექტრო თვითმგორავის ფაქტობრივი ექსპლუატაცია (გამოყენება) ორი ან მეტი პირის მიერ. |
3 | ელექტრო თვითმგორავის ექსპლუატაცია (გამოყენება) ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ტოქსიკომანიური სიმთვრალის მდგომარეობაში. |
ჯარიმა | |
ჯერადობა | თანხა |
პირველი დარღვევისთვის | 1 ლარი |
მეორე დარღვევისთვის | 10 ლარი |
მესამე დარღვევისთვის | 30 ლარი |
მეოთხე დარღვევისთვის | 100 ლარი, მომხმარებლის პირადი კაბინეტის დაბლოკვით |